ფეხბურთი

15:22 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას არგენტინის ნაკრების სათავეში დაბრუნება უნდა

ლეგენდარულ დიეგო მარადონას არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება სურს. როგორც 57 წლის არგენტინელი ამბობს, ნიგერიასთან ამხანაგურ მატჩში 2:4 მარცხის (VIDEO) შემდგომ ყველამ ნათლად დაინახა, რომ ამ ფორმაციის გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მარადონა აღშფოთებას საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოხატავს და ამბობს, რომ მზად არის, კიდევ ერთხელ ჩაიბაროს ეროვნული გუნდი. მისი უპირატესობის დასამტკიცებლად კი ბოლო წლებში არგენტინის ნაკრების მწვრთნელთა სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს და ხაზს უსვამს, რომ გუნდს პროცენტულად ყველაზე მეტი მატჩი მან მოაგებინა:

დიეგო მარადონა (2008-2010) - 24 თამაში, 18 მოგება, 0 ფრე, 6 წაგება, მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი - 75%

ხერარდო მარტინო (2014-2016) - 29 თამაში, 19 მოგება, 7 ფრე, 3 წაგება, 74%

ალეხანდრო საბელია (2011-2014) - 41 თამაში, 26 მოგება, 10 ფრე, 5 წაგება, 72%

მარსელო ბიელსა (1998-2004) - 68 თამაში, 42 მოგება, 16 ფრე, 10 წაგება, 70%

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112629