ფეხბურთი

13:48 | 13.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: “რონალდუ უფრო ეგოისტია, ვიდრე მე”

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ უფრო ეგოისტია, ვიდრე თვითონ, თუმცა მიიჩნევს, რომ ამას საერთო ჯამში გუნდისთვის კარგი შედეგი მოაქვს.

“ჩემი მოვალეობა გოლების გატანაა, თუმცა როდესაც სხვას იგივე ჩემპიონატჩი 50 გოლი გააქვს, იქ 25 გოლი კარგ შედეგად არ ითვლება. ჩემი ურთიერთობა რონალდუსთან? ჩვენ ერთმანეთს კარგად ვეწყობით. მინდა, რომ მასთან ვითამაშო, თუმცა ის უფრო ეგოისტია, ვიდრე მე, მაგრამ ეს ნორმალურია. საბოლოო ჯამში ეს გუნდისთვის კარგია”, - განაცხადა ბენზემამ.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა 10 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა, რაც შეეხება პორტუგალიელს - მან 12 მატჩში 8 გოლი მიითვალა.

0.110781