ფეხბურთი

17:25 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს ბერგი: “იტალია თეატრია, იტალიელი ფეხბურთელები – მსახიობები”

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი მარკუს ბერგი იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს მსახიობებს ადარებს. როგორც “ალ აინის” შემტევმა აღნიშნა, “სკუადრა აძურას” მოთამაშეები გამუდმებით პროვოკაციას მიმართავდნენ და მსაჯს შვედი ფეხბურთელების გაფრთხილებისკენ მოუწოდებდნენ.

“მეორე ნახევარში იტალიელები ჩემი და ოლა ტოივონენის პროვოცირებას ახდენდნენ. ისინი მსაჯს მუდმივად ჩვენი გაძევებისკენ მოუწოდებდნენ. ეს იყო ნამდვილი თეატრი. უფრო სწორად, ძალიან კარგი მსახიობებით სავსე თეატრი.

ჩვენ ვიცით, რომ ძალიან კარგი გუნდი ვართ და გამარჯვება ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. თამაშს კარგად და მთლიანად ვაკონტროლებდით”, - განაცხადა ბერგმა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურაც დარჩა. მისი თქმით, ოლა ტოივონენი ლეონარდო ბონუჩისთან, ხოლო მარკუს ბერგი დანიელე დე როსისთან უხეშობისთვის წითელ ბარათს იმსახურებდნენ.

საგულისხმოა, რომ იტალიის ნაკრების თავკაცი ანდრეა პირლომ ამ სიტყვების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, პრობლემა არა მსაჯები, არამედ ის თამაში იყო, რომელსაც იტალია ვენტურას თავკაცობით აჩვენებს. იტალიისა და შვედეთის ნაკრებთა საპასუხო შეხვედრა 13 ნოემბერს, მილანში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063098