ფეხბურთი

17:00 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ყოველთვის მიყვარდა რუსეთი და რუსები”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა, ადგილობრივ მედიას სიყვარულში გამოუტყდა. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მას ყოველთვის უყვარდა რუსები და რუსეთი.

“ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მსოფლიოს ჩემპიონატის ბურთის პრეზენტაციაში ასეთ ფეხბურთელებთან ერთად მივიღე მონაწილეობა. ამ ბურთს დიდი ხნის ისტორია გააჩნია და ძალიან ლამაზია.

მე ყოველთვის მიყვარდა რუსეთი, რუსები და რაც რუსეთს უკავშირდება ყველაფერი. ჩემი კარიერის განმავლობაში თქვენგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. მინდა მადლობა ვუთხრა რუს ხალხს ამის გამო – დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თბილი წერილებისთვის. სიმართლე გითხრათ, აქ ყველაფერი გასნხვავებულია.

1992 წლიდან რუსეთი ძალიან შეიცვალა, უბრალოდ ბრწყინვალეა. რუსეთში ზოგჯერ მიწევს ჩამოსვლა. ამას წინათ საქნტ-პეტერბურგში ვიყავი, როდესაც თავისუფალი დრო მქონდა და ძალიან მომეწონა”, - უთხრა ზიდანმა რუსეთის პირველ არხს.

ზინედინ ზიდანი მოსკოვში კაკასთან, ალესანდრო დელ პიეროსთან, ჩაბი ალონსოსთან და ლუკას პოდოლსკისთან ერთად იმყოფებოდა. ბოლო ხუთი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულებმა 2018 წლის მუნდიალის ბურთის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114663