ფეხბურთი

0:15 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “ნეიმარს შეუძლია “რეალში” გადმოვიდეს”

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კრიშტიანუ რონალდუს მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც პორტუგალიელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც “სამეფო კლუბი” პეპემ, ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატამ დატოვეს, “რეალი” უფრო სუსტი გუნდი გახდა.

“მე არ ვეთანხმები რონალდუს. ჩემი აზრით ამ მოსაზრებაზე თანხმობა ფარისევლობა იქნება. ვერ ვიტყვი “რეალი” სუსტად გამოიყურებაო. რა თქმა უნდა შემადგენლობა შეიცვალა, თუმცა წასულების ნაცვლად სხვები მოვიდნენ.

მე არ მაინტერესებს თუ როგორ თამაშს ატარებს კონკრეტული ფეხბურთელი, მთავარი გუნდის შედეგია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რონალდუს განსხვავებული როლი აქვს.

ნეიმარი? მას შეუძლია გადმოვიდეს “რეალში”, რადგან ის ახლა არა “ბარსელონას”, არამედ “პარი სენ ჟერმენის” მოთამაშეა”, - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ “ბლანკოსს” 23 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველადგილოსან “ბარსელონას” 8 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113209