ფეხბურთი

21:52 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “მუნდიალი? – 20 წლის წინ სხვა პასუხი მექნებოდა”

იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფზე და შვედეთთან მოახლოებული თამაშზე საუბრობს. 39 წლის მეკარე დარწმუნებული არაა, რომ “სკუადრა აძურა” მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას შეძლებს.

მისი თქმით, 20 წლის წინ ამაში ეჭვიც არ შეეპარებოდა, მაგრამ ახლა სხვა მდგომარეობაა.

“შვედეთი ჩრდილოური გუნდია. ისინი ტაქტიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ყოველთვის შესანიშნავად იციან როგორ გააკეთო ის, რაც უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, თუ მინიმუმ 7 ქულიან შეფასებაზე ვითამაშებთ ათიდან, ჩვენ გავიმარჯვებთ. გავალთ თუ არა მუნდიალზე? – ეს 20 წლის წინ რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, ჩვენ უკვე ვართ მუნდიალზე, მაგრამ ახლა ასეთი პასუხი მაქვს: ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ.

2004 წლის ევროპის ჩემპიონატი? – ჯგუფში 5 ქულა დავაგროვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ჩვენ გაცილებით უკეთ თამაში გვმართებდა, რადგან თუ ძლიერი გუნდი და ძლიერი ფეხბურთელები გყავს, ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა იყო დამოკიდებული და არა სხვაზე”, - თქვა ბუფონმა.

იტალიისა და შვედეთის ნაკრებთა მატჩები 10 და 13 ნოემბერს შედგება. პირველი თამაში სტოქჰოლმში, ხოლო მეორე – მილანში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060891