ფეხბურთი

1:05 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იან ანდერსონი: "შვედეთს იტალიის დასამარცხებლად ყველაფერი აქვს"

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იან ანდერსონი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი იტალიას დაამარცხებს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. როგორც 55 წლის სპეციალისტი ამბობს, შვედეთს ყველაფერი აქვს “სკუადრა აძურას” ბარიერის დასაძლევად.

“ზეწოლა? – არა, არ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ქვეყანა გამარჯვებას ითხოვს. მაგრამ, ჩვენ გვინდა რუსეთში წასვლა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გვაქვს იტალიის დასამარცხებლად. კარგი წინათგრძნობა მაქვს. იტალია ეს არის გუნდი, რომელიც სავსეა კარგი ფეხბურთელებით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში”, - ციტირებს ანდერსონის სიტყვებს Gazzetta Dello Sport-ი.

შვედეთისა და იტალიის პლეი-ოფის მატჩი 10 და 13 ნოემბერს გაიმართება. პირველი თამაში სტოქჰოლმში შედგება, ხოლო საპასუხო მილანში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071531