ფეხბურთი

0:16 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რონალდუს უყვარს გოლის გატანა"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ლა ლიგაში გოლის გატანას მალე მოახერხებს. როგორც, ფრანგმა განაცხადა, კრიშტიანუს უყვარს გოლის გატანა და ნავსს მალე გატეხავს.

“თქვენ ყოველთვის უარყოფითად ფიქრობთ, მაგრამ მე პოზიტიურად. კრიშტიანუმ ისკოს საგოლე პასი გაუკეთა და ამით ძალიან კმაყოფილია. მას უყვარს გოლების გატანა და დარწმუნებული ვარ, მალე ისევ გაიტანს”, - აღნიშნა ზიდანმა.

კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთის ჩემპიონატში არცთუ ისე კარგად მისდის საქმეები. მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125029