ფეხბურთი

12:25 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძეს ბარსელონაში გამოკვლევა ჩაუტარდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ბარსელონაში პროფესორ რომან კუგატისთან დაგეგმილ გამოკვლევაზე იმყოფებოდა.

როგორც სამედიცინო შემოწმების შემდეგ კუგატიმ განაცხადა, ქართველ ფეხბურთელს კუნთების გაძლიერების მხრივ უკეთესობა შეენიშნება და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა თანხვედრაშია სამკურნალო კურსის მიმდინარეობასთან. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფორვარდმა ტრავმა გასულ სეზონში “მილანთან” დაპირისპირების დროს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110221