საიტის სრული ვერსია

12:09 | 29.10.2017 | ნანახია 1754-ჯერ

ბელგიური ამოცანა

ბოლო წლებია ბელგიის საფეხბურთო ნაკრების შესახებ სულ ქება გვესმის და არცთუ დაუმსახურებლად. ბელგიელებს უკანასკნელ წლებში მართლაც გამორჩეული თაობა ყავთ და ასეთი საინტერესო გუნდი ბენელუქსელებს კაი ხანია არ ყოლიათ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ როგორც პატარა საფეხბურთო ქვეყნების სენია, ბელგიის ნაკრებიც რაიმე დიდი მიზნის მიღწევაზე ფიქრსაც კი ვერ “ბედავს“ და ყველამ ვიცით, რომ ბელგიის საფეხბურთო ნაკრები ოდენ სიმპატიური გუნდის იმიჯისთვისაა განწირული.

ფაქტი კი ისაა, რომ თაობები მიდიან და ფეხბურთის ულმობელი კანონი კი გვეუბნება, რომ უტიტულოდ გადაგებული გუნდები მომავალ ათწლეულებში ყველას ავიწყდება და რჩება მხოლოდ მათი სახელები რომელთაც დიდი გამარჯებები (თუნდაც დაუმსახურებლად) მოიპოვეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ მხოლოდ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და რაჯა ნაინგოლანისა და ლუკაკუს მომავალი აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მათ ტიტულმრავლობაზე იქნება დამოკიდებული.

რთულია და ალბათ უსამართლობაც იქნება დღევანდელი ბელგიის ნაკრები, რომელიც ყველა დიდ სანაკრებო ტურნირზე გამოდის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების იმ თაობას შევადაროთ, რომლებიც ბურთს 90-იან წლებში აგორებდნენ, მაგრამ მაინც რომ გავბედოთ ეს შედარება, ხელში ერთმანეთზე საუკეთესო და ნიჭიერი ფეხბურთელების მთელი თაობა შეგვრჩება, რომლებმაც სერიოზულს ვერაფერს მიაღწიეს და მხოლოდ კონკრეტულ მატჩებში ფანტასტიკური გაელვებებით დაგვამახსოვრეს თავი. სწორედ ამიტომაც დავარქვით ამ სენს “პატარა ქვეყნების სენი“, რომელიც ნაწილობრივ მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის ფინალისტს, მაგრამ ვერაფრით გაჩემპიონებულ ჰოლანდიის ნაკრებსაც კი ეხება, რომელიც როგორც იცით უკვე რიგით მეორე დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვერ გავიდა. თუმცა ეს სულ სხვა ამბავია და ფეხბურთის მოყვარულმა ხალხმა სხვანაირად უნდა “ვიგლოვოთ“.

შარშან, საფრანგეთში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მქონდა ბედნიერება საკუთარი თვალით მენახა ბელგიისა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებების თამაში, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბელგიელებს დიდ ტიტულებზე ოცნებაც უჭირთ. მატჩის დღეს, ლამის მთელი ბელგია საფრანგეთის კოხტა ქალაქ ლიონში იყო ჩასული და ბელგიელები იტალიელ ტიფოზებს ლამის სამჯერ და ოთხჯერ ჭარბობდნენ. ყველა ბელგიელი ამბობდა, რომ იტალიასთან გამარჯვება მათი გუნდისთვის აუცილებელი იყო და კიდეც ჰქონდათ ამის იმედი, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონობაზე ბელგიის ნაკრების შანსებზე ჩამოუგდებდი სიტყვას, პასუხის გაცემისგან ყველა თავს იკავებდა. ზოგი კი საერთოდ ამბობდა რომ ასეთი რამ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. რასაც ფიქრობს ქომაგი, სწორედ ეს განწყობა აქვთ ფეხბურთელებს და აქედანაც ბევრი რამის გაგება შეგვიძლია. ის მატჩი იტალიელებმა ძალიან კარგად ჩაატარეს და ბელგიელებს მშვენიერ სტილში მოუგეს. არადა, თამაშის წინ ყველა ბელგიელების გამარჯვებას ვარაუდობდა.

ევროპაში ვინც პატარა და საფეხბურთო თვალსაზრისით სუსტი ქვეყნის სინდრომი დასძლია, საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელიც დიდმა ოტო რეჰაგელმა სასწაულებრივად გააჩემპიონა, მაგრამ ყველა რეჰაგელი ვერ იქნება. სხვათა შორის, ანგელოს ხარისტიასობასაც მოხერხება უნდა...

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

19:30 | 23.11.2017
O. Mertskhali (8101)

ეგ თქვენი 'პატარა ქვეყნების სენი', სხვა არაფერია თუ არა, ხალხის მხრიდან, თვალნათელი ფაქტის აღიარება, რომ მაფია მეფობს (თუმცა, 'შტატიანი' ჟურნალისტი, მაგას '100 წელი' არ/ვერ იტყვის)...
ისე, ბელგიის ნაკრების ევროპის ჩემპიონობა წარმოუდგენელი სულაც არაა, აი მსოფლიოზე კი - 'ბოდიში'
მე მაინც იმედიანად ვარ, რომ როდესღაც, იძულებული გახდებიან ამ პატარა ქვეყანასაც 'გადმოუგდონ ერთი კინკილა თასი', თუ ეს პატარა ქვეყანა ძალიან მაგარი იქნება... მაგრამ, ვაი, თუ ეს პატარა ქვეყანა შვეიცარია აღმოჩნდეს DDDDDD

17:32 | 29.10.2017
KoRBeN DaLLaS (25058)

ისე კი, ევროპის ჩემპიონატისგან და იგივე კოპა ამერიკისგან განსხვავებით მუნდიალებს მხოლოდ საფეხბურთო გრანდები იგებენ. შემეკამათებით ალბათ ურუგვაისთან დაკავშირებით, მაგრამ ურუგვაელებიც გრანდები იყვნენ მაშინ.
დაველოდოთ აბა, რომელი პატარა ქვეყანა მოახდენს სუპერსენსაციას მსოფლიო ჩემპიონატებზე და როდის მოხდება ეს სასწაული. შეიძლება ძალიან დიდხანს მოგვიწიოს ლოდინმა

16:27 | 30.10.2017
shakooo7 (2507)

არც ისე დიდ ხანს, აგერ 2022 ში ყატარს ბოიკოტს გამოუცხადებენ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები და ჩვენ მოვიგებთ მუნდიალს.

14:03 | 29.10.2017
ogafa (10520)

დიდმა ოტო რეჰაგელმა