ფეხბურთი

21:01 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" კანტე დაუბრუნდა

ინგლისის ჩემპიონ ლონდონის “ჩელსის” ნგოლო კანტე დაუბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაადასტურა.

“ჩვენ უნდა მოვძებნოთ კანტეს დაბრუნების შესაბამისი მომენტი. ის გამოჯანმრთელდა და მზადაა ითამაშოს”, - განაცხადა კონტემ.

ნგოლო კანტემ ტრავმა საფრანგეთისა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩის დროს მიიღო და სამი კვირის განმავლობაში მოუწია უქმობა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060786