ფეხბურთი

22:02 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

როგორ ელოდებოდნენ დიეგო კოშტას "ევერტონში"

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ დიეგო კოშტას ზაფხულში ლივერპულის “ევერტონში” ელოდებოდნენ. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ხორვატი ფეხბურთელის, ნიკოლა ვლაშიჩის კომენტარიდან გახდა ცნობილი.

როგორც ვლაშიჩი იხსენებს, მას 19 ნომრით თამაში სურდა, მაგრამ გუნდმა უარი უთხრა, რადგან მას დიეგო კოშტასთვის ინახავდნენ.

“მინდოდა, რომ 8 ნომრით მეთამაშა, მაგრამ ის როს ბარკლის ჰქონდა დაკავებული. თავისუფალი იყო 19 ნომერი, მაგრამ ამაზე გუნდმა უარი მითხრა, რადგან დიეგო კოშტასთვის ინახავდნენ. ამიტომ, საბოლოოდ 27 ნომერი ავირჩიე”, - განაცხადა ვლაშიჩმა.

შეგახსენებთ, ნიკოლა ვლაშიჩი “ევერტონს” გასულ ზაფხულს ზაგრების “დინამოდან” შეუერთდა, ხოლო დიეგო კოშტა “ჩელსიდან” “ევერტონის” ნაცვლად “ატლეტიკოში” დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112301