ფეხბურთი

15:30 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ჩაანაცვლებს კონტეს?

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, შესაძლოა, “ნაპოლის” თავკაცმა მაურიციო სარიმ ჩაანაცვლოს.

კონტესა და “არისტოკრატების” ხელმძღვანელობას შორს ურთიერთობა დაიძაბა და ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ “სტემფორდ ბრიჯიდან” მის შესაძლო წასვლაზე.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, “ლურჯების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 58 წლის მაურიციო სარის კანდიდატურა განიხილება და მის გადასაბირებლად “ჩელსი” მწვრთნელს სეზონში ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს ჰპირდება.

არც იტალიაში გამორიცხავენ სარის წასვლას და მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, “ნაპოლის” თავკაცად მარკო ჯამპაოლო მოიაზრება, რომელსაც “სამპდორიას” დატოვება თითქმის გადაწყვეტილი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111131