ფეხბურთი

14:49 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კოუტინიოს დამატების მოლოდინში

“ლივერპულის” ბრაზილიელი გარემარბისა და “ბარსელონას” ისტორია გრძელდება. ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის გულემ ბალაგეს ინფორმაციით, კატალონიელები ფელიპე კოუტინიოს გადაბირების მცდელობას არ წყვეტენ და 25 წლის მოთამაშეს იანვარში დაიმატებენ.

“ბარსელონა” ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბრაზილიელის სანაცვლოდ გაცილებით დიდი რაოდენობის თანხას ითხოვდა, თუმცა ახალი შეთავაზება ნაკლებია.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ყველა ტურნირის გათვალისწინებით “წითლების” შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111126