ფეხბურთი

21:10 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელოტის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

“ტორინოს” თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი კიდევ რამდენიმე კვირა იუქმებს. ტურინული გუნდის ექიმი შიშობს, რომ ახალგაზრდა იტალიელი მოთამაშე გაცილებით მეტ მატჩს გამოტოვებს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

სულ ცოტა ხნის წინ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ სინანულით აღნიშნა, რომ მას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში ძალიან საჭირო მოთამაშე დააკლდება ბელოტის სახით.

“ანდრეა ვერ ითამაშებს 3-4 კვირის განმავლობაში. ის მოედანს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როდესაც სრულ რეაბილიტაციას გაივლის და ფიზიკურად მზად იქნება. მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად დიდია სურვილი იმისა, რომ იტალიის ნაკრებს პლეი ოფში დაეხმაროს. ვენტურას არ ვურჩევ, რომ ანდრეა ამაში დაარწმუნოს. ეს გამოჯანმრთელების პროცესს ხელს შეუშლის”, - განაცხადა კლუბის ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ბელოტიმ ტრავმა 1 ოქტომბერს “ვერონასთან” მატჩში მიიღო. რაც შეეხება იტალიისა და შვედეთის ნაკრებთა შეხვედრებს, 10 და 13 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114931