ფეხბურთი

16:11 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში პსჟ-ს სანჩესის დამატებას ურჩევს

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში კლუბს ალექსის სანჩესის შეძენისკენ მოუწოდებს. როგორც ალვეშმა აღნიშნა, მას ძალიან უნდა ყოფილი თანაგუნდელის პარიზულ გუნდში ხილვა.

“კარგი იქნება თუ სანჩესი პსჟ-ში გადმოვა. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი მისი ნიჭით და ყოველივე საუკეთესო მინდა ვუსურვო მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი”, - განაცხადა ალვეშმა, რომელიც სანჩესთან ერთად “ბარსელონაში” თამაშობდა.

ჩილელ შემტევს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მასთან თანამშრომლობის სურვილს არაერთი ევროპული კლუბი გამოთქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენმა” თადარიგი უკვე დაიჭირა და 28 წლის მოთამაშეს ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

0.11936