ფეხბურთი

0:20 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის მიზანი ყატარის ნაკრების მწვრთნელობაა

“ალ სადის” ნახევარმცველი ჩავი მწვრთნელობაზე ალაპარაკდა. საქმე ის გახლავთ, რომ მას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მასპინძელი ყატარის ნაკრების გაწვრთნა სურს.

“მსურს ვუხელმძღვანელო ყატარის ეროვნული ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე. რატომაც არა. კარგი სანახავი იქნება ეს გუნდი აღნიშნულ ჩემპიონატზე. დიახ, ჩემი მიზანია, გავხდე ყატარის ნაკრების მწვრთნელი”, - უთხრა ჩავიმ Times of India-ს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი, “ბარსელონაში” 17-წლიანი მოღვაწეობის შემდგომ, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო, 2015 წლიდან “ალ სადში” თამაშობს. ამ გუნდის რიგებში 51 მატჩი ჩაატარა და 14 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112417