ფეხბურთი

17:56 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: "7:0? - ეს შეუძლებელია"

ჰოლანდიი ეროვნული ნაკრების კაპიტანმა არიენ რობენმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ეტაპზე, მე-9 რაუნდის შემდგომ გუნდის გასვლა არ გასვლის შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ შვედეთთან 7:0 მოგება წარმოუდგენელი რამაა.

“მტკივნეულია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფეხბურთის ნაწილია. როდესაც გავიგეთ, რომ შვედეთმა 8:0 მოიგო, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუმცა ცხადია, რომ შვედეთთან შვიდბურთიანი სხვაობით ვერ მოვიგებთ”, - განაცხადა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიისა და შვედეთის მატჩი 10 ოქტომბერს გაიმართება. იმისათვის, რომ A ჯგუფიდან ნარინჯისფერებმა გააღწიონ, შვედეთს მინიმუმ 7 გოლი უნდა გაუტანონ და საკუთარ კარში არცერთი არ უნდა მიიღონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111692