ფეხბურთი

17:06 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება ანტე ჩაჩიჩის გათავისუფლების თაობაზე ფინეთთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ მიიღო, რადგან ამ ფრემ ხორვატების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

64 წლის ჩაჩიჩი 50 წლის ასევე ხორვატმა ზლატკო დალიჩმა ჩაანაცვლა. ახალ მწვრთნელს ფედერაციისგან რუსეთში გასამგზავრებელი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება დაევალა.

ზლატკო დალიჩს სანაკრებო დონეზე მხოლოდ ხორვატიის 21-წლამდელებში აქვს ნამუშევარი და ისიც - მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. რაც შეეხება კლუბებს, 2005 წლის შემდეგ იყო “ვარტექსის”, “რიეკას”, ალბანური “დინამოს” “ალ ჰილილ B”-ს, “ალ ჰილილისა” და 2014-2017 წლებში “ალ აინის” დამრიგებელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113658