ფეხბურთი

1:38 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნავალოვსკი: “ბოდიში”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ უელსთან (0:1) მარცხის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და ასევე გულშემატკივრობისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თამაშის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

“ყველანაირად ვეცადეთ, რომ მოგვეგო, თუმცა არ გამოგვივიდა. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო და ასევე მოსვლისა და გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო”, - გვითხრა ნავალოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს სერბეტის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1116