ფეხბურთი

17:44 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური კლუბები პასტორესთვის იბრძოლებენ

ინგლისური პრემიერლიგის კლუბები “პარი სენ ჟერმენის” შემტევის ხავიერ პასტორეს დამატებას ცდილობენ. El Gol Digital-ის ინფორმაციით, “ლივერპულს” და “ჩელსის” 28 წლის არგენტინელის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს უნდათ.

პარიზული კლუბი ნახევარმცველის სანაცვლოდ 26 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.

ხავიერ პასტორე პსჟ-ში 2011 წელს გადავიდა იტალიური “პალერმოდან” და ერთ-ერთი ლიდერის სტატუსიც სწრაფად შეიძინა, თუმცა მიმდინარე სეზონში მისთვის ადგილი იშვიათად მოიძებნება პარიზელთა შემადგენლობაში, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. მან 2017-2018 წლების სეზონში პსჟ-ს მაისური 5-ჯერ მოირგო ყველა ტურნირის ჩათვლით და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122778