ფეხბურთი

20:38 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ბონუჩის შემდეგ მარკიზიოს მიადგა

იტალიური “მილანი” ლეონადრო ბონუჩის დამატების შემდგომ “იუვენტუსის” კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს. ამჯერად “როსონერის” მიზანში 31 წლის ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიოა.

მილანელებმა “ბებერ ქალბატონს” იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე უკვე მიმართეს, იუწყება Rai uno.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ “შავ-წითლები” მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობენ მოლაპარაკებას, თუ თავად ფეხბურთელი გამოთქვამს თანხმობას.

მოგეხსენებათ, ლეონარდო ბონუჩის გადასვლას კონკურენტ კლუბში გულშემატკივრის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოყვა.

კლაუდიო მარკიზიოს სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის მიზეზად - სათამაშო დროის ნაკლებობა და ასევე, მასიმილიანო ალეგრისთან დაძაბული ურთიერთობა სახელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114396