ფეხბურთი

14:50 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "მანჩესტერთან" მატჩის წინ ტრავმას ბეწვზე გადაურჩა (VIDEO)

მაკედონიაში მყოფი მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ავტობუსიდან ჩამოსვლის დროს ტრავმის მიღებას ბეწვზე გადაურჩა. პორტუგალიელს კიბეზე ფეხი დაუცდა და ლამის დაეცა, თუმცა ბოლო მომენტში წონასწორობა შეინარჩუნა და მშვიდობიანად გააგრძელა გზა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სკოპიეში, თბილისის დროით 22:45 საათზე, ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “რეალი” და ევროპა ლიგის მომგები “მანჩესტერ “იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114916