ფეხბურთი

14:48 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” პირველი ტრანსფერის მოლოდინში

ჩეხეთის 21-წლამდელთა ნაკრების და “სამპდორიას” ახალგაზრდა თავდამსხმელი პატრიკ შიკი ტურინშია და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. შემოწმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის გახდება პირველი ახალწვეული “იუვენტუსისათვის” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.

“ბებერ ქალბატონს” ახალგაზრდა თავდამსხმელის ყიდვა 25 მილიონი ევრო დაუჯდება.

გასულ სეზონში ყველა ჩემპიონატის ჩათვლით პატრიკმა “ზღვისპირელების” შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116164