ფეხბურთი

22:25 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიის ჩემპიონი თურქეთში ითამაშებს

როტერდამის “ფეიენოორდის” ნახევარმცველი ელჯერო ელია კარიერას თურქეთის სუპერლიგის ბინადარ “ბაშაკშეჰირში” გააგრძელებს. ამის შესახებ სტამბოლური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

30 წლის შემტევმა ახალ გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ “ბაშაკშეჰირი” 2014 წელს დაარსდა, ხოლო გასული სეზონი კარგად ჩაატარა და თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ელიამ კი, “ფეიენოორდთან” ერთად ერედივიზიონი მოიგო. ამაში თავისი წვლილი 9 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით შეიტანა.

თავის დროზე, ელიას, “საუთჰემპტონის”, “ტვენტეს”, “დენ ჰააგის”, “ვერდერის”, “ჰამბურგისა” და “იუვენტუსის” შემადგენლობაში უთამაშია. ჰოლანდიის ნაკრებში კი, 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1063