ფეხბურთი

15:31 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ევროპის სუპერთასზე ვერ ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის მატჩს ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაატარებს. 32 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ამჟამად კონფედერაციათა თასზე სათამაშოდ ემზადება, ხოლო ამ ტურნირის დასრულების შემდეგ შვებულებაში გავა, რომელიც ერთ თვეს გასტანს.

შესაბამისად, იგი ევროპის სუპერთასზე თავისყოფილ კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედს” ვერ დაუპირისპირდება. “რეალის” სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ პორტუგალიელს სათანადო დრო მისცემს დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად.

“რეალისა” და “მანჩესტერის” შეხვედრა კი, 8 აგვისტოს, სკოპიეში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115941