ფეხბურთი

23:23 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ ვერატი მოისაკლისა

იტალიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი მარკო ვერატი გამოაკლდა. პსჟ-ს ნახევარმცველის ტრავმა მძიმე არაა, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, რისკზე წასვლა არ სურთ. ამიტომაც, ვერატი „სკუადრა აძურას“ ურუგვაისთან ამხანაგურ და ლიხტენშტეინთან მუნდიალის შესარჩევ ციკლში გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

ჯამპიერო ვენტურამ მარკოს ნაცვლად შეკრებაზე „სასუოლოს“ ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი გამოიძახა, რომელიც 21 წლამდე ნაკრებიდან დააწინაურეს.

თუმცა, პელეგრინი ახალგაზრდულ ნაკრებს ხუთ დღეში დაუბრუნდება, რადგან პოლონეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114139