ფეხბურთი

17:00 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს პრესკონფერენციაზე არავინ დახვდა (+VIDEO)

“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მიმართ ინგლისელი ჟურნალისტები როგორც აღმოჩნდა დიდი ყურადღებით და ინტერესით აღარ გამოირჩევიან.

პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის, “მანჩესტერი” – “კრისტალ პალასის” დასრულების შემდეგ მოურინიო პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, თუმცა დარბაზში უცნაური სურათი დახვდა: თითქმის ცარიელი და არანაირი კითხვა.

შედეგად პორტუგალიელმა დარბაზი მალევე დატოვა: “არის კითხვები? – არა, შესანიშნავია”, - თქვა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115778