ფეხბურთი

16:28 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: “ნაკრებს თუ დავჭირდები, მე მზად ვარ”

“მილანის” ექსვარსკვლავმა რიკარდო კაკამ Goal.com-თან ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან მოსწონს ნეიმარის თამაში. მისი თქმით, ახალგაზრდა ბრაზილიელი ოქროს ბურთს იმსახურებს. კაკა ასევე ეროვნული ნაკრების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ თუ გუნდს მისი დახმარება დასჭირდება, ის მუდამ მზად იქნება.

“ძალიან მომწონს ნეიმარის თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ის აუცილებლად გახდება ოქროს ბურთის მოპოვების ღირსი. ნაკრებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. ნეიმარი, ფილიპე კოუტინიო, ვილიანი, რაფინია. რას ვიტყვი საკუთარ თავზე? ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ ნაკრებს მიღმა ვარ. ეს ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. თუ ჩათვლის, რომ საჭირო ვარ, მხოლოდ გამიხარდება და მზად ვიქნები, ყველანაირად დავეხმარო. ნაკრებში მხოლოდ თამაში არ არის საკმარისი, გუნდს სარგებელი უნდა მოუტანო. ახლა მხოლოდ “ორლანდოზე” ვარ გადართული. წლევანდელი ოქროს ბურთი? ძალიან ახლოსაა კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ბუფონს მეტი შანსი ექნება”, - თქვა კაკამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116863