ფეხბურთი

21:19 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “კანტე “ჩელსის” ძრავაა”

“ლესტერის” ყოფილმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ანტონიო კონტეს “ჩელსის” გაჩემპიონება მიულოცა.La Gazzetta dello Sport-ს კი განუცხადა, რომ გამარჯვების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კონტეს სწორი ხედვაა.

“ანტონიომ დაინახა რაღაც განსაკუთრებული, ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვებმა ვერ შეამჩნიეს. ის მთელ გუნდში მთავარი ფიგურაა. ასევე დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფეხბურთელმა, რომელიც მე “ლესტერის” გაჩემპიონებაში დამეხმარა. ნგოლო კანტე მეტსახელად “მოპედი”. კანტე იყო “ლესტერის” ძრავა და ახლა იგივე როლი აქვს “ჩელსიშიც”. არ ვფიქრობ, რომ ზედიზედ ორი ჩემპიონობა უბრალო დამთხვევაა”, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 37-ე ტურში ჩელსიმ “ვესტ ბროვიჩი” 1:0 დაამარცხა და ამ მოგებით ჩემპიონობა ფინიშამდე ტურით ადრე გაინაღდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.755202