ფეხბურთი

22:54 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე თამაშგარეშია

ლევან მჭედლიძე “ბოლონიასთან” შეხვედრასაც გამოტოვებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი მუხლის ტრავმის მოშეშებას ვერ ასწრებს და დღეს მხოლოდ დარბაზში შეძლო განცალკევებით ვარჯიში.

მჭედლიძემ მუხლის ტრავმა ორი კვირის წინ “მილანთან” დაპირისპირების დროს მიიღო და იტალიის ჩემპიონატის წინა ტური უკვე გამოტოვა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელის აქტივში 15 მატჩი და 6 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102142