ფეხბურთი

23:10 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ანანიძე თითქმის ჩემპიონია, ჯიღაურმა მაკედონიაში გაიტანა

მოსკოვის "სპარტაკი" ახლოსაა რუსეთის ჩემპიონობასთან. სპარტაკელებმა დერბიში 2:1 სძლიეს ცსკა-ს, თუმცა ჯანო ანანიძე ამჯერად სათადარიგო იყო და მხოლოდ 84-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.

მაკედონიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა ჯაბა ჯიღაურმა. "ვარდარის" ქართველმა ლეგიონერმა "პობედასთან" 4:0 მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი. 63-ე წუთძე შევიდა მინდორზე და ექვს წუთში 3:0 გახადა ანგარიში. "ვარდარი" პირველ ადგილზეა და თითქმის ჩემპიონია - 12-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს.

პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი მაკარიძის "მორეირენსე" სტუმრად 2:2-ზე გაეყარა "აროკას". მაკარიძის გუნდი ბოლოდან მესამეზეა, ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება. გიორგიმ 90 წუთი ითამაშა.

უკრაინაში, ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" სტუმრად 1:1 ითამაშა დონეცკის "ოლიმპიკთან" და მესამე საფეხურზეა. ლიპარტიამ შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე.

ავსტრიაში გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" 'ადმირასთან" სტუმრად 2:3 წააგო და მეშვიდეზეა. ქართველმა ფორვარდმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

გურამ კაშიამ თასი რომ მოიგო, უკვე გამცნეთ და ასევე გიამბეთ ნიკა კაჭარავას გოლის შესახებ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111566