ფეხბურთი

22:53 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას სოლო რეიდი და გოლი (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ნიკა კაჭარავამ - ქართველმა ეთნიკოსის „ახნასს“ „ნეა სალამისთან“ გასვლაზე მოაგებინა – 1:0. გოლი კი, მერვე წუთზე გაიტანა, თანაც ლამაზი: ბურთი კარიდან 40 მეტრში მიიღო და იმდენი მოახერხა, რომ მეკარესთან პირისპირ დარჩა, ხოლო გატანა აღარ გასჭირვებია.

ეს გოლი 23 წლის ქართველი ფორვარდისთვის კვიპროსის I დივიზიონში მეთოთხმეტეა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს თავი 12 მარტს გამოეჩინა და კარგია, უგოლო სერია რომ დაასრულა.

„ახნასი“ ცხრილის მეორე ნაწილშია, თუმცა გავარდნა არ ემუქრება, რადგან 33 ტურში 39 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.213947