ფეხბურთი

15:50 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკა MLS-ში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ჩემპიონატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სია. აღმოჩნდა, რომ MLS-ში რიკარდო კაკა ანაზღაურებით პირველია.

“ორლანდოს” ბრაზილიელი ნახევარმცველი წელიწადში 7.17 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მას მცირედით ჩამორჩება იტალიელი სებასტიან ჯოვინკო, რომლის გასამრჯელო 7.12 მილიონია.

პირველი ხუთეული ასეთია:

რიკარდო კაკა (“ორლანდო”) – 7.17 მილიონი დოლარი

სებასტიან ჯოვინკო (“ტორონტო”) – 7.12 მილიონი

მაიკლ ბრედლი (“ტორონტო”) – 6.5 მილიონი

ანდრეა პირლო (“ნიუ-იორკ სიტი”) – 5.91 მილიონი

დავიდ ვილია (“ნიუ-იორკ სიტი”) – 5.61 მილიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115938