სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:23 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიევის "დინამო" - ვიტალი დარასელიას თასის მფლობელი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ვიტალი დარასელიას სახელობის თასის მფლობელი კიევის "დინამოს" 16-წლამდელთა გუნდი გახდა. ფინალში კიეველებმა პენალტების სერიაში სძლიეს ჰოლანდიურ "ალკმაარს" (1:1, პენალტებით 4:2) და თასიც მოიპოვეს. შეგახსენებთ, შარშან "ალკმაარმა" მოიგო დარასელიას თასი, როცა ფინალში 2:0 აჯობა თბილისის "დინამოს".

დღევანდელ ფინალს რაც შეეხება, "დინამო არენაზე" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჰოლანდიელთა კაპიტანმა ბიბეროღლუმ ტექნიკური დარტყმით გახსნა ანგარიში და მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე გაათანაბრა კიეველთა ლიდერმა ნადოლსკიმ.

პენალტების სერიაში თავიდან ორ-ორი დარტყმა ზუსტად შეასრულეს გუნდებმა, მერე კი ჰოლანდიელებმა ზედიზედ ორი გააცუდეს. ჯერ ხარიხას მოარტყეს, მერე ააცილეს. კიეველებმა კი ყველა ზუსტად გამოიყენეს.

სხვათა შორის, კიევის "დინამო" და "ალკმაარი" ერთ ჯგუფში იყვნენ, პირველ ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და უკრაინელებმა 2:0 მოიგეს.

ფინალი

დინამო კიევი - ალკმაარი 1:1 (პენ 4:2)

გოლები: 0:1 ბიბეროღლუ (41), 1:1 ნადოლსკი (58)

დღესვე, ტურნირზე ყველა ადგილი განაწილდა. თბილისის "დინამო" მეშვიდეზე გავიდა, ბოლო შეხვედრაში ზაგრების "დინამოს" 3:1 სძლია.

მეშვიდე ადგილისთვის

დინამო (თბილისი) - დინამო (ზაგრები) 3:1

მეხუთე ადგილისთვის

ტრაბზონსფორი (თურქეთი) - გაბალა (აზერბაიჯანი) 3:1

მესამე ადგილისთვის

გენტი (ბელგია) - ინტერი (იტალია) 0:0 (პენ - 5:4)

ბოლოს იყო დაჯილდოვება როგორც პრიზიორებისა, ასევე გამორჩეული ფეხბურთელებისა. ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უმცროსმა ვიტალი დარასელიამ და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ვარსკვლავებმა: ალექსანდრე ჩივაძემ, ვლადიმერ გუცაევმა, ოთარ გაბელიამ, გრიგოლ ცაავამ.

საუკეთესო მეკარე - მორგუნი (დინამო კიევი)

საუკეთესო მცველი - ბეკერსი(ალკმაარი)

ბომბარდირი - ნადოლსკი (დინამო კიევი) - 5 გოლი

საუკეთესო გოლის ავტორი - მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი)

აღმოჩენა - ნოვინჩანოვი (გენტი)

საუკეთესო ფეხბურთელი - ზავჰოროდნი (დინამო კიევი)

მთლიანობაში, საინტერესო და სანახაობრივი ტურნირი იყო. საწყენია, რომ თბილისის "დინამომ" მოკრძალებული, ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, თუმცა ეს თამაშები აუცილებლად წაადგებათ ქართველ ჭაბუკებს. ჩვენებს ძალიან აკლიათ საერთაშორისო გამოცდილება, ამაზე ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ასეთი ტურნირები მისწრებაა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113988
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X