ფეხბურთი

16:21 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს შესაძლოა ჩრდილოეთ ამერიკამ უმასპინძლოს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს შესაძლოა ჩრდილოეთ ამერიკამ უმასპინძლოს. შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა მზად არიან წარადგინონ ერთობლივი განაცხადი.

ეს გადაწყვეტილება ერთად მიიღეს ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – სუნილ გულატმა, მექსიკის – დესიო დე მარიამ და კანადის – ვიქტორ მონტალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ქვეყნის ფარგლებში 60 მატჩს უმასპინძლოს, ხოლო დარჩენილი 20 მატჩი თანაბრად კანადასა და მექსიკაზე გადანაწილდება.

ფიფა 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობის მსურველთა წინადადებებს 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის თებერვლამდე განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი 2020 წლის 20 მაისს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატი შეცვლილი ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 32-ის ნაცვლად 48 გუნდი მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11171