ფეხბურთი

21:08 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” მეოთხედფინალისთვის დაირაზმა

“ბარსელონამ” ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩისთვის, ორშაბათს ტურინში გაემგზავრებიან.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განვლილი ორი გასვლითი მატჩიც გაიხსენა: პსჟ-თან (4:0), “მალაგასთან” (2:0) და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდბა.

ესპანური გრანდი “იუვენტუსს” მცირე დანაკლისით ხვდება. მათ დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ ბუსკეტსი. ტრავმირებულნი არიან: ალეიშ ვიდალი და არდა თურანი. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებული სამი ფეხბურთელი გუნდს იტალიაში მაინც გაჰყვება. ხოლო ტურინში საერთოდ არ გაემგაზვრება რაფინია, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებს.

აქვე გაგაცნობთ იმ შემადგენლობას, რომლებიც ორშაბათს ტურინში გაემგზავრებიან.

მეკარეები: ტერ შტეგენი, კილესენი, ხორდი მასიპი

მცველები: პიკე, მასკერანო, ხორდი ალბა, უმტიტი, მატეუ, დინიე, სერხი რობერტო, ალეიქს ვიდალი

ნახევარმცველები: რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დენის სუარესი, ინიესტა, ანდრე გომეს, ალენა, კარბონელი

თავდამსხმელები: ალკასერი, მესი, სუერესი, ნეიმარი, არდა ტურანი.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართება.

სტატისტიკა
0.265472