ფეხბურთი

15:00 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკაზე ევროპულ ნაკრებებს იწვევენ

კონმებოლი კოპა ამერიკის გათამაშების ფორმატის შეცვლას აპირებს და მონაწილე გუნდების რაოდენობას 16-დან 20-ამდე ზრდის. როგორც Globo Esporte იტყობინება, სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი უწყება 2019 წლის კოპა ამერიკაზე ერთბაშად ოთხი ევროპული ნაკრების მიწვევას გეგმავს.

ამ დროისთვის სახელდება პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები. ზოგადად, კოპაზე სხვა კონტინენტის წარმომადგენელთა მიწვევა ახალი ამბავი არაა. უკვე 20 წელიწადზე მეტია, ტურნირში მექსიკის ნაკრები რეგულარულად თამაშობს, ხოლო 1999 წელს აზიის წარმომადგენელი იაპონიაც მონაწილეობდა.

და მაინც, თუ კონმებოლის ახალმა იდეამ განვითარება ვერ ჰპოვა, მაშინ ტურნირი ისევ 12-გუნდიანი იქნება და სამხრეთამერიკის 10 წარმომადგენელს მექსიკისა და აშშ-ის ნაკრებები შეუერთდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147136