ფეხბურთი

0:10 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასილასმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

“პორტუს” მეკარე იკერ კასილასმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ესპანელმა პორტუგალიის ჩემპიონატში თავისი გუნდის კარი მშრალად უკვე მეთექვსმეტედ შეინახა, რაც მის კარიერაში ერთი სეზონის მიხედვით საუკეთესო შედეგია.

აქამდე კი, 2004-2005, 2006-2007 და 2009-2010 წლების სეზონში მას 15 შეხვედრაში არ ჰქონდა გოლი გაშვებული.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი “პორტუში” 2015-2016 წლებში გადავიდა და დღემდე 57 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116819