ფეხბურთი

12:09 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კევინ გროსკროიცი ფეხბურთიდან მიდის

გერმანული “შტუტგარტის” ფეხბურთელი კევინ გროსკროიცი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემები ავრცელებენ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრებში მხოლოდ 28 წლისაა, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მას შემდგომ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე დღის ინციდენტი შეემთხვა.

გროსკროიცს თავს უცნობი პირები დაესხნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. საბედნიეროდ, ფეხბურთელი საავადმყოფოდან რამდნიმე დღეში გაწერეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კევინზე აღნიშნულმა ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინა:

“ძალიან ვწუხვარ, შევცდი. დიდი მადლობა “შტუტგარტს”, სტაფს, განსაკუთრებით გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლო დღეებში გვერდში განსაკუთრებულად მედგნენ. ჩემი დრო ფეხბურთში ამოწურულია”, - თქვა გროსკროიცმა.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ნახევარმცველს ჯერ “შტუტგარტმა” მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა და ახლა, თავად ფეხბურთელი კარიერის დასრულების შესახებ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

კევინ გროსკროიცი ცნობილი დორტმუნდის “ბორუსიაში” თამაშის დროს გახდა, რომლის რიგებშიც 2009-2015 წლებში თამაშობდა. შემდეგ იცავდა “გალათასარაის” ღირსებას, ხოლო “შტუტგარტში” 2016 წელს გადაბარგდა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მას 2010-2016 წლებში შვიდჯერ უთამაშია და ერთი გოლი გაიტანა. 2014 წელს კი, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ფიურტი   1 - 2    უნიონი

შემადგენლობა

მოვლენები

კაიზერი   1 - 0    ნიურნბერგი

შემადგენლობა

მოვლენები

შტუტგარტი   4 - 1    ვიურცბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ბრაუნშვაიგი   2 - 1    კარლსრუე

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   1 - 1    არმინია

შემადგენლობა

მოვლენები

ზანდჰაუზენი   1 - 1    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰაიდენჰაიმი   2 - 1    მიუნხენი

შემადგენლობა

მოვლენები

დიუსელდორფი   1 - 0    აუე

შემადგენლობა

მოვლენები

ბოხუმი   1 - 3    ზტ. პაული

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.251976