ფეხბურთი

23:46 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანომ შესაძლოა კარიერა ევროპაში განაახლოს

ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო ლეიტე რიბეირო, რომელიც უბრალოდ ადრიანოს სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ფეხბურთს დაუბრუნდეს. “გლობოს” ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელს თავისთან პორტუგალიის პრემეირა ლიგის ბინადარი, პორტუს “ბოავიშტა” ეპატიჟება.

აღნიშნული ინტერესი პორტუგალიური გუნდის წარმომადგენელმა ჟოაო პაულუ მაგალაეშმაც დაადასტურა:

“ჩვენი კარი ადრიანოსთვის ღიაა. თუ ის გადაწვეტს ფეხბურთში დაბრუნებას, ჩვენ მზად ვართ და ველოდებით”, - აღნიშნა მაგალაეშმა.

ადრიანო 2016 წლის მაისიდან მოყოლებული უკლუბოდაა. ბოლოს იგი ამერიკულ “მაიამიში” გამოდიოდა. კარიერის საუკეთესო წლები კი, იტალიაში აქვს გატარებული, სადაც “ფიორენტინას”, “პარმას”, “ინტერისა” და “რომას” შემადგენლობაში ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116131