ფეხბურთი

19:25 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გლადბახი” უმწვრთნელოდაა

გერმანიის საფეხბურთო კლუბი “გლადბახი” მთავარი მწვრთნელის ძებნას შეუდგა. როგორც ამ გუნდის ვებგვერდიდან ვიგებთ, ანდრე შუბერტი დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებულია. ამის მიზეზი ის შედეგია, რომელსაც “გლადბახი” ამ სეზონში აჩვენებს – ბუნდესლიგაში პირველი წრის შემდგომ მე-14 ადგილზეა.

შუბერტი “გლადბახს” 2015 წლის შემოდგომიდან წვრთნიდა. შარშან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც გაიყვანა, მაგრამ იქ წარმატებას ვეღარ მიაღწია.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის ანდრე შუბერტს. თუმცა, საუბარი იყო “ვოლფსბურგის” ყოფილ მწვრთნელ დიტერ ჰეკინგზეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110165