ფეხბურთი

18:18 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძემ სერია A-ში გაიტანა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირადი ანგარიში გახსნა ლევან მჭედლიძემ. "ემპოლი" ამ წუთებში საკუთარ მოედანზე "კალიარის" ეთამაშება და მე-18 წუთისთვის 1:0 ამარცხებს. შეხვედრის მე-8 წუთზე გვიდო მარილუნგოს კარგი გადაცემის შედეგად ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა.

ეს ლევანისთვის პირველი გოლია იტალიის ჩემპიონატში 2015 წლის მაისის შემდგომ. მაშინ ლევანმა "სან სიროზე" მილანის "ინტერთან" დუბლი შეასრულა. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე სეზონს - მჭედლიძე სერია A-ში მეექვსე შეხვედრა ატარებს და აქედან მეორედაა სასტარტო შემადგენლობაში.

ლევან მჭედლიძემ "კალიარისთან" დუბლი გაიფორმა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135431