ფეხბურთი

19:31 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძემ "კალიარისთან" დუბლი გაიფორმა (VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ მშრალი სერია შეწყვიტა, თანაც დუბლით - 26 წლის ფორვარდმა დღეს, სერია A-ს XVII ტურში "კალიარისთან" დიდებულად ითამაშა. ლევანმა ჯერ მე-8 წუთზე გაუტანა სარდინიელებს, როდესაც გვიდო მარილუნგოს გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო 72-ე წუთზე უკვე მოხდენილი გოლი შეაგდო: ისევ მარილუნგოს პასი და ლევანის ძლიერი დარტყმა შორეულ კუთხეში.

ქართველმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატში გოლი 2015 წლის მაისის შემდგომ პირველად გაიტანა და აღსანიშნავია, რომ მაშინაც დუბლი შეასრულა - მილანში, "ინტერთან".

მჭედლიძემ მოედანზე 82 წუთი გაატარა და მერე მის ნაცვლად თამაშში ალბერტო ჯილარდინო ჩაერთო. ტიფოზებმა კი, ჩვენებურის მიმართ აპლოდისმენტები არ დაიშურეს. "ემპოლის" ამ გამარჯვებით 14 ქულა გაუხდა და მეჩვიდმეტე ადგილზე იმყოფება.

0.113373