ფეხბურთი

10:15 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის ამბები

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-16 ტურში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გიორგი მაკარიძის “მორეირენსემ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი, “ნასიონალი” 3:1 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და დამაჯერებელიც იყო: 3 სეივი შეასრულა. “მორეირენსეს” აღნიშნული მოგებით 11 ქულა გაუხდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

იქვე, პურტუგალიის სეგუნდა ლიგაში შეუცვლელად ითამაშა ავთო ებრალიძემ. მისი “ჟილ ვისენტე” კი, სტუმრად “კოვა დე პიედადესთან” 0:1 დამარცხდა. ქართველის გუნდი 20 ქულით მე-14 საფეხურზე იმყოფება.

იტალიის სერია A-ში მორიგი თამაში წააგო “ემპოლიმ”. ლევან მჭედლიძემ კი ტრავმა მოიშუშა და “სასუოლოსთან” 35 წუთიც დაჰყო მოედანზე, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერაფრით შეეწია – 0:3. “ემპოლის” 10 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში კვლავ ბოლო საფეხურზეა ტარაგონას “ხიმნასტიკი”, რომელმაც ამჯერად “ოვიედოსთან” წააგო (0:1). კატალონელთა განაცხადშიც არ იმყოფებოდა ოთარ კაკაბაძე – სამწუხაროდ, ჩვენებური ბოლო დროს 18 კაცში ვერმოხვედრას დაეჩვია, არადა ერთი პერიოდი მუდმივად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში.

კვიპროსის ჩემპიონატში კი, ნიკა კაჭარავა დუბლით რომ გამოირჩა, ამაზე გუშინაც გიამბეთ.

0.123611