ფეხბურთი

20:43 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას მორიგი შოუ კვიპროსში - ამჯერად დუბლი (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის XIII ტურში დუბლით გამოირჩა ნიკა კაჭარავა – ქართველმა ფორვარდმა “ეთნიკოსისა” და “არისის” შეხვედრაში 47-ე და 61-ე წუთებზე გამოიჩინა თავი და საკუთარ გუნდს მოაგებინა – 2:0.

ეს, ნიკას მეექვსე გოლია კვიპროსში. აქამდე ოქტომბერში, “კარმიოტისასთან” პოკერი შეასრულა. დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა მოედანზე 84 წუთი გაატარა.

მის გარდა, “ეთნიკოსის” რიგებში შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, ხოლო გიორგი ილურიძე მინდორზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა. ასევე, გამარჯვებულთა შორის თამაშობდა რუსული პასპორტის მქონე ნიკოლაი ყიფიანი, სწორედ მისი პასით გაიტანა კაჭარავამ პირველი გოლი.

“ეთნიკოსს” ამ გამარჯვების შემდგომ 14 ქულა დაუგროვდა და მეათე ადგილზეა. ნიკა კაჭარავა კი, 6 გოლით ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ მეტ დერბიშერს 3 ბურთით ჩამორჩება.

0.124423