ფეხბურთი

18:12 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში ნდობა საუთგეიტს გამოუცხადეს

გარეტ საუთგეიტი ხვალ, 30 ნოემბერს, ინგლისის ეროვნული ნაკრების სრულფასოვანი მთავარი მწვრთნელი გახდება. sky sport-ის ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საუთგეიტს ანდონ ნაკრები და სხვა კანდიდატურების ძებნას თავი დაანებონ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, საუთგეიტი კონტრაქტს 2020 წლის ჩათვლით გააფორმებს და გასამრჯელოს სახით წელიწადში 1.5 მილიონ გირვანქას მიიღებს.

აქამდე ინგლისელი “სამ ლომს” დროებით წვრთნიდა და მის ხელში ალბიონელებმა მალტას (2:0) და შოტლანდიას (3:0) მოუგეს, ხოლო სლოვენიასთან (0:0) და ესპანეთთან (2:2) ფრედ ითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119002