ფეხბურთი

23:05 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ტიტული 42 წლის ასაკში

ბრაზილიის სერია A-ს 2016 წლის გათამაშება ერთი ტურით ადრე “პალმეირასმა” მოიგო, რომელიც მდევარ “ფლამენგოს” 7 ქულით უსწრებს და შესაბამისად იგი ვეღარ დაეწევა.

აღსანიშნავია ის, რომ ამ გუნდის რიგებში ირიცხება 42 წლის ზე რობერტო, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონი პირველად სწორედ ახლა გახდა. ვეტერანმა ნახევარმცველმა აღნიშნულ ტიტულში დიდი წვლილი შეიტანა – 27 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ზე რობერტოს ევროპაში სახელოვანი კარიერა ჰქონდა. წარმატებით თამაშობდა “ლევერკუზენის”, “ბაიერნისა” და “ჰამბურგის” რიგებში. ბოლო წლებში კი სამშობლოში აპსარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113748