ფეხბურთი

18:48 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი თავის საუკეთესო თანაგუნდელად, ვისთან ერთადაც ერთხელ მაინც უთამაშია, არა კრიშტიანუ რონალდუს, არამედ რაიან გიგზს ასახელებს.

“ჩემთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელი რაიან გიგზია. ის იყო ჩემი კერპი ბავშვობიდან და ლეგენდა საფეხბურთო სამყაროში”, - აღნიშნავს ბეილი.

გარეტ ბეილს და რაიან გიგზს უელსის ნაკრებში ერთად თამაში დიდი ხნით არა, მაგრამ მაინც მოუწიათ - 2006/2007 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101742