ფეხბურთი

23:21 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე: "ვეცდებით ევროპა ლიგაზე მაინც გავიდეთ"

"ალაშკერტთან" (1:1) მატჩის შემდეგ მათე ცინცაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ზაგრების "დინამოს" დამარცხება რთული იქნება, მაგრამ "დინამო" ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"რა თქმა უნდა, მთავარი ისაა, რომ გავედით და შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ მოგებაც შეგვეძლო. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ - მინიმუმ ევროპა ლიგაზე", - თქვა მათე ცინცაძემ.

ცინცაძე, რომელსაც გასული სეზონი თითქმის სრულად გაუცდა, მოედანს ერევანში დაუბრუნდა. მან მოედანზე ნახევარი საათი გაატარა და "დინამოს" სომხეთის ჩემპიონის დამარცხებაში დაეხმარა.

სოფო ერქვანია სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის ერევნიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114418